ESL Teacher Valeri Gogaladze
ჩვენ ვართ Cambridge English-ის ოფიციალური მოსამზადებელი ცენტრი საქართველოში და ვამზადებთ მოსწავლეებს უმაღლესი დონის საერთაშორისო გამოცდებისთვის.
Explore Our Top Courses
გაეცანი ჩვენს კურსებს მოსწავლეების, სტუდენტებისა და ინგლისური ენის მასწავლებისთვის.
IELTS კურსი
IELTS კურსი ჩვენი ფლაგმანური მოსამზადებელი პროგრამაა, რადგან ის დაიგეგმა კემბრიჯის უნივერსიტეტის IELTS გამომცდელთა ტრენერთან ერთად პირისპირი კონსულტაციების შედეგად. ეს არის ერთადერთი პროგრამა საქართველოში მსგავსი სტანდარტებით.
TOEFL კურსი
TOEFL კურსი შექმნილია საერთაშორისო გამოცდების მოთხოვნებზე დაყრდნობით და იმ პრაქტიკული გამოცდილებით, რომელიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა სტუდენტებთან მუშაობის შედეგად. კურსი სრულად ასხავს 2026 წლის საგამოცდო ცვლილებებსა და ახალ ფორმატს.
SAT კურსი
SAT კურსი აგებულია გამოცდის სტრუქტურასა და უნარებზე, რომლებიც რეალურად სჭირდება სტუდენტებს მაღალი ქულისთვის. მასალები და სავარჯიშოები შერჩეულია ოფიციალური ფორმატის მიხედვით და ეხმარება მოსწავლეს როგორც ცოდნის, ასევე საგამოცდო სტრატეგიების შეძენაში.
Cambridge FCE
B2/C1 დონის ფუნდამენტური მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც სრულად შეესაბამება კემბრიჯის უნივერსიტეტის სტანდარტებს. ჩვენ ვართ კემბრიჯის ოფიციალური მოსამზადებელი ცენტრი, ამიტომ პროგრამა ტარდება უნივერსიტეტის მიერ დადგენილი მოთხოვნების მიხედვით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, სტრუქტურულ და შედეგზე ორიენტირებულ სწავლას.
Cambridge CAE
C1/C2 დონის ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა კემბრიჯისგან, რომელიც უტოლდება საუნივერსიტეტო დონის სასწავლო კურსს. პროგრამა ავითარებს ინგლისური ენის ყველა ძირითად უნარს მაღალ აკადემიურ დონეზე და უზრუნველყოფს სიღრმისეულ, სტრუქტურულ და შედეგზე ორიენტირებულ მომზადებას.
Cambridge CPE
C2/C2+ დონის ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ინგლისურ ენას ყველაზე მაღალ, native დონეზე ანვითარებს. CPE აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე რთულ ინგლისურის გამოცდად, ამიტომ კურსი ავითარებს ენის ყველა მიმართულებას უმაღლეს აკადემიურ დონეზე, კომპლექსური გრამატიკით, ლექსიკითა და ენობრივი უნარებით.
მასწავლებლების ტრენინგი
კემბრიჯის მეთოდიკური TKT გამოცდისთვის, მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისა და კომუნიკაციური სწავლების მეთოდის ტრენინგ კურსები.
University Counselling
ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე სწავლის მსურველებისთვის სრული მხარდაჭერა და კონსულტაციები. უნივერსიტეტების შერჩევა, დაფინანსების მოპოვება, სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს შედგენა.
ინდივიდუალური კონსულტაცია
ინდივიდუალური კონსულტაცია კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და მართვის მიზნით.
Our Students' Results!
ჩვენი სტუდენტების 100%-მა წარმატებით ჩააბარა საერთაშორისო გამოცდები.
საკონტაქტო ინფორმაცია
კონტაქტი
სამუშაო საათები
ორშაბათი-პარასკევი 11:00-20:00